01 ოქტომბერი 2024,   11:15
ვრცლად
გამოკვლევები გვეუბნება, რომ ეს ოთხი პარტია დაახლოებით ერთი წონის არის და არავინ არის, ვისაც შეუძლია სხვები გაწიოს გვერდზე - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაზე

გერმანიაში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტმა განმარტა ისიც, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ცალკეული ძალა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებას მოახერხებს და არსებული ოპოზიციური პარტიების რეიტინგი დაახლოებით ერთ დონეზეა.

"არჩევნების მერე მუშაობა არ იქნება მარტივი, არ იქნება მარტივი მათი ურთიერთობები, მაგრამ ისიც არის, რომ არც ერთი ძალა არ იქნება ერთპარტიული მმართველი. იძულებულები იქნებიან, რომ ერთმანეთთან რაღაც კომპრომისებზე წავიდნენ. გამოკვლევები გვეუბნება, რომ ეს ოთხი პარტია დაახლოებით ერთი წონის არის და არავინ არის, ვისაც შეუძლია სხვები გაწიოს გვერდზე. მეორე საკითხია, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება ამაში და მათი დამსახურებაა, რომ ხელი მოაწერეს, რადგან უთხრეს, რომ ეს არის სწორი გამოსავალი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები