01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
მშობლები 2 თვის ბავშვს 1000 დოლარის და ლუდის სანაცვლოდ ყიდდნენ - აშშ-ის პოლიციამ ახალგაზრდა წყვილი დააკავა

აშშ-ში, არკანზასის შტატში, ახალგაზრდა წყვილი საკუთარი 2 თვის ჩვილის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, წყვილის ბავშვის გასხვისებას 1000 დოლარისა და რამდენიმე ქილა ლუდის სანაცვლოდ აპირებდა.

21 წლის დერიენ ურბანი და მისი 20 წლის პარტნიორი შალინ ელერსი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვის გასხვისების შესახებ საჩივარი მიიღეს.

საჩივარში აღნიშნული იყო, რომ წყვილმა თანხისა და ლუდის სანაცვლოდ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ბავშვზე მეურვეობა გადადიოდა კოდი მარტინზე. ბავშვის მშობლების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ისინი ბავშვთან დაკავშირებით ყველანაირ ვალდებულებას იხსნიდნენ.

“ვერაფერი შეცვლის თქვენს გადაწყვეტილებას და არასდროს არ დამიკავშირდეთ”,- ეწერა დოკუმენტში, რომელსაც ბავშვის მშობლები ერთობლივად აწერდნენ ხელს.

დღის ამბები