01 ოქტომბერი 2024,   11:26
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დეპუტატებს ხატია წილოსანმა მიმართა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დეპუტატებს სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა მიმართა. მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის განცხადება აჩენს შეშფოთებას მიუკერძოებლობისა და სამართლიანი შეფასების თაობაზე.

ასევე განმარტა, რომ განცხადებაში, პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირებული არც ერთი შეშფოთება არ არის ხაზგასმული. როგორც წილოსანმა აღნიშნა, არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება, რაც იცავს პროცესს ყოველგვარი გარე ჩარევისგან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ამიტომ, მნიშვნელოვანია მოხდეს სამართლიანი და მიუკერძოებელი დაკვირვება.

"ევროპის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეთიკის კოდექსი მოამზადა. არჩევნებში მონაწილე 27 პარტიიდან კოდექსს მხოლოდ 6-მა მოაწერა ხელი, მათ შორის "ქართულმა ოცნებამ". დოკუმენტს არ შეუერთდა არც ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დარღვევებზე რეაგირებისთვის უწყებათაშორისი კომისია ფუნქციონირებს. კომისიამ დღემდე 6 სხდომა ჩაატარა, არცერთი ოპოზიციური პარტია არ დაესწრო კომისიის სხდომებს. მხოლოდ მმართველი პარტია იყო წარმოდგენილი.

6-დან 18 სექტემბრამდე, ოპოზიციასთან დაკავშირებულ სამ ტელეარხსჯამში 787-ჯერ უნდა ეჩვენებინა "ქართული ოცნების" საარჩევნო რეკლამა, თუმცა მათ ეს ერთხელაც არ გაუკეთებიათ. ამავე პერიოდში ოპოზიციის რეკლამა 6 227-ჯერ გავიდა.

ბუნდოვანია ზღვარია რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიას შორის. არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 16 პირდაპირაა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული. ამასთან ერთად ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ამომრჩევლებთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს. მეტიც, ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამფუძნებლები და გამგეობის წევრები ორმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სიებში დაასახელა.

კონკრეტული დარღვევების შესახებ არაერთგზის საჯარო და სისტემატური მითითების მიუხედავად, დღემდე არცერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშებში აღნიშნული ფაქტები არ არის ასახული. ეს ნათლად ადასტურებს მათ მიკერძოებას ოპოზიციის სასარგებლოდ.

ამას გარდა, ბოლო თვეების განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესში ცხადად დაფიქსირდა საგარეო ჩარევა. ოპოზიციის ლიდერების ამომრჩეველთან შეხვედრები კონკრეტული საერთაშორისო და უცხოური სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ," - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.

დღის ამბები