01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
არგენტინაში თუთიყუშების შემოსევას ებრძვიან

არგენტინაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროს აღმოსავლეთით, ქალაქ ილარიო ასკასუბს თუთიყუშები უტევენ, რის გამოც მოქალაქეებს არაერთი პრობლემა ექნებათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბიოლოგების განმარტებით, ათასობით თუთიყუში ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ტყეების მასიური გაჩეხვის გამო, იძულებულია თავშესაფრის, საკვებისა და წყლის საძებნელად ქალაქში შეიჭრას.

თუთიყუშები აზიანებენ ელექტრო კაბელებს, მუდმივი ხმაურის გამო მოსახლეობას ძილისა და დასვენების საშუალებას არ აძლევენ და ქალაქს ფეკალიებით აბინძურებენ.

"ქალაქის ირგვლივ მდებარე გორაკებზე შეფენილი ტყე ქრება, რაც თუთიყუშებს ქალაქში შეჭრას აიძულებს, რათა საკვები, წყალი და თავშესაფარი მოიძიონ", - განაცხადა ბიოლოგმა დაიანა ლერამ.

დღის ამბები