02 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ხვალ ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები, მომდევნო მატჩებისთვის მზადებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ხვალ, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც მთავარი მწვრთნელი უკრაინასთან და ალბანეთთან მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრებს.

იქამდე კი ცნობილი ხდება ეროვნული გუნდის შემადგენლობა, სადაც ერთი დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრებში პირველ მატჩს გიორგი გულიაშვილი ჩაატარებს. 23 წლის შემტევი "სარაევოს" ღირსებას იცავს და ბოსნია ჰერცეგოვინას ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

მის ანგარიშზე 8 მატჩში 8 გატანილი გოლია. გულიაშვილს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 8 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

დღის ამბები