27 დეკემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ხარკოვის ოლქზე რუსეთის მორიგი თავდასხმების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში ომი გრძელდება. ხარკოვის ოლქზე რუსეთის თავდასხმების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაშავდა. აფეთქებები იყო ნიკოპოლის რაიონშიც. შედეგად, დაშავდა 1 ადგილობრივი. დაიბომბა ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქებიც.

დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. გასულ ღამით, ომში მყოფმა ქვეყანამ რუსების მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ქვეყნის საჰაერო ძალები ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზამთრის დაწყებამდე უსაფრთხოების ზღვარი უმნიშვნელოვანესია. 

"სუმის რეგიონში ჩავატარე შტაბის სხდომა და მთავარი საკითხი იყო ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვა, ჩვენი ენერგეტიკა – საჰაერო თავდაცვის მუშაობა. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილებები რეგიონის მხარდასაჭერად. იქნება ცალკეული შეხვედრები სუმის რეგიონისა და ჩვენი სხვა საზღვრისპირა რეგიონების ენერგეტიკულ სექტორზე.

ზამთრის დაწყებამდე ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ზღვარია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არის უკრაინაში, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ უკრაინას,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები