27 დეკემბერი 2024,   00:34
ვრცლად
უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება - პოლონეთის თავდაცვის მინისტრ​ი

უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის წევრობას დათანხმდებიან, პოლონეთის "გლეხთა პარტია", რომელსაც ის წარმოადგენს და რომელიც სამთავრობო კოალიციის წევრია, ამის წინააღმდეგი იქნება.

"მე ჩემ აზრზე ვრჩები, თუმცა ვხედავ, რომ პრეზიდენტ დუდას სხვა მოსაზრება აქვს. უკრაინა არ შევა ევროკავშირში, მე არ დავთანხმდები ამას, სანამ ის ვოლინის საკითხს არ გადაწყვეტს", - ამბობს კოსინიაკ-კამიში.

დღის ამბები