21 დეკემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ფრანგი ევროპარლამენტარი: ქართველებს არ სურთ ბრძანებების მიღება მოსკოვიდან ან რჩევების მიღება ბრიუსელიდან - 26 ოქტომბერს მხოლოდ ქართველებმა უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი, ეს მამაცი ერი თავად აირჩევს თავის ბედს

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტს იყენებს.

"ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, ზოგიერთი იმედოვნებს [არჩევნების] შედეგების გაუქმებას. ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე. ეს სახიფათო პროცესია. ქართველებს არ სურთ ბრძანებების მიღება მოსკოვიდან ან რჩევების მიღება ბრიუსელიდან. 26 ოქტომბერს მხოლოდ ქართველებმა უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი. მათ ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ. ეს მამაცი ერი თავად აირჩევს თავის ბედს", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დღის ამბები