10 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული"ტერენტობა" აღინიშნება

წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული,"ტერენტობა" აღინიშნება. მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში ქართველი პოეტის სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინეს, მოგვიანებით, ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

დღესასწაულთან დაკავშირებით წალენჯიხაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა იმყოფებოდა.

"დღეს აღვნიშნავთ "ტერენტობას" ეს განსაკუთრებული ხასიათის განსაკუთრებული ცნობიერების, მიდგომისა და ღირებულებების ადამიანი. იყო წალენჯიხელი. თამამად უნდა ითქვას, რომ ტერენტი გრანელი იყო მთელი ქვეყნის სიმდიდრე", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები