11 ოქტომბერი 2024,   10:09
ვრცლად
ევროკომისიის მიერ წარდგენილი "დემოკრატიის დაცვის პაკეტი", რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს, ფაქტობრივად გაჩერებულია

ევროკომისიის მიერ წარდგენილი "დემოკრატიის დაცვის პაკეტი", რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს და რომლის მიზანი უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავებაა, ევროსტრუქტურაში ფაქტობრივად გაჩერებულია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ორგანიზაცია "ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის" მიერ მომზადებული ანგარიში.

EPD-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ: "წარსულში, ევროკავშირი კრიტიკულად იყო განწყობილი სხვა ქვეყნებში მიღებული "უცხოური აგენტების" კანონის მიმართ, მაგალითად, საქართველოში და სერბეთის რესპუბლიკაში. ამ დირექტივის მიღება ნიშნავს, რომ ევროკავშირი დაკარგავს ლეგიტიმური კრიტიკის უნარს დისკრიმინაციული კანონების მიმართ მთელ მსოფლიოში".

იმისათვის, რომ ევროსტრუქტურების სხვადასხვა წარმომადგენლებს არ დაეკარგათ საქართველოს კრიტიკის ბერკეტი, მათ ფაქტობრივად უარი თქვეს ისეთ მნიშვნელოვან კანონზე, რომლის მიზანიც უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავებაა. გასულ წელს ევროკომისია თავისსავე გავრცელებულ პრესრელიზში წერდა - "დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო", თუმცა უცხოური დაფინანსების მქონე სუბიექტების გამჭვირვალობის გასაძლიერებლად შემუშავებული კანონი შეიძლება ითქვას, რომ თაროზე შემოდეს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონი ევროკომისიის ინიციატივაზე გაცილებით რბილ მიდგომებს ითვალისწინებს" - ვკითხულობთ ანგარიშში.

დღის ამბები