სამეგრელოს მთებში ჩეხ ტურისტს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მარტო მოგზაურობდა, ადგილობრივმა მწყემსმა ბოლოს 29 სექტემბერს ნახა. ის, სავარაუდოდ, კურორტ სქურიდან ტობავარჩხილის გავლით ხაიშში მიემგზავრებოდა.
ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. პოლიციას ტურისტის ახლობლებმა სექტემბრის ბოლოს მიმართეს, მას შემდეგ მის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ბრიგადები და პოლიციაა ჩართული.