ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. გასულ ღამეს განგაშის ხმა ისმოდა გალილეაში. იერიშებს განაგრძობს ისრაელიც - ჩრდილოეთ ღაზაზე თავდასხმას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
სამხრეთ ლიბანში ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებული იერიშები დაგმეს საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა.