23 ნოემბერი 2024,   12:06
ვრცლად
ქარიშხლის კატასტროფული შედეგები ფლორიდაში - შტატი სტიქიური უბედურების ზონად იქცა

ქარიშხლის კატასტროფული შედეგები ფლორიდაში - შტატი სტიქიური უბედურების ზონად იქცა. შტორმისა და ტორნადოს შემდეგ ტერიტორიაზე გადაადგილება სიცოცხლისთვის სახიფათოა. ადგილზე ახლა სამძებრო ჯგუფები, კატასტროფის ბრიგადები და ეროვნული გვარდია მუშაობს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 16 ადამიანის ცხედარი.

ჩაძირული სახლებიდან მაშველებმა 400-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს. თვითევაკუირებულ მილიონობით ადამიანს, მთავრობა მოუწოდებს სახლში დაბრუნებისგან თავი შეიკავონ, რადგან მათი საცხოვრებელი უსაფრთხო აღარ არის.

დანგრეულია ათასობით შენობა. 3 მილიონზე მეტი სახლი ელექტრო ენერგიის და სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი. ასი ათასამდე მოქალაქე დროებით თავშესაფარში, ამ დრომდე რჩება. ისინი კი ვინც სტიქიური უბედურების ზონა არ დატოვა, საკუთარი რთული გამოცდილების შესახებ ჰყვებიან.

სტიქიის შედეგებით დაზარალებულები უკვე მოამარაგეს სასმელი წყლით, საკვებით და პირველადი დახმარების ნივთებით. ამასთან ერთად ხელისუფლება მოქალაქეებს აღდგენით სამუშაოებში დახმარებას დაჰპირდა. ამ დრომდე, ამერიკა ორი მასშტაბური სტიქიის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. მექსიკის და კარიბის ზღვის ყურეებში წარმოქმნილმა “ჰელენმა“ და “მილტონმა“ რამდენიმე შტატს გადაუარა და სამასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები