21 დეკემბერი 2024,   21:06
ვრცლად
"ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია" - შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციის ევროპული გზა ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულებაგამოცლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა. "ქართული ოცნების" ევროპული გზა კი - ჩვენი ღირებულებების საფუძველზე, ღირსებით წინსვლა და სხვებთან შეთანხმებაა და არა უსიტყვოდ დათანხმებაა," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მისი შეფასებით, "ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა."

"ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია; „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ, მინდა, აქედან მივმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის.

წინ 26 ოქტომბერია, დღე როცა უნდა გადაწყდეს რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა - დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც როგორც თანასწორს ისე ელიან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები