16 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა - რეგიონი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა

დაძაბული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. რეგიონი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა. ისრაელის ხელმძღვანელობამ ირანზე საპასუხო დარტყმის გეგმა შეათანხმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ინფორმაცია, რომ ისრაელი არ დააზიანებს ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებს.

ამასთანავე ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანა საპასუხო დარტყმის გადაწყვეტილებებს თავად იღებს და შესაძლოა პროცესში ამერიკის რჩევები გაითვალისწინოს. პარალელურად, ისრაელი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას განაგრძობს ღაზაში და ლიბანის ტერიტორიაზე.

50 ადამიანი ემსხვერპლა "ცახალის" იერიშებს, ხან იუნისის პროვინციის დასახლება ბანი-სუხაილეში და ჯაბალიას ალ-ფალუჯიში. რთულია ვითარება ლიბანის სასაზღვრო ზოლთან მდებარე დასახლებებშიც. ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰესბოლასმ" ისრაელის მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვა. "რკინის გუმბათმა" თავდასხმის მოგერიება შეძლო.

დღის ამბები