20 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: "რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება"

"რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ზურაბიშვილის ინიციატივას ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ.

"რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება.

რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის ბრიუსელში, საიდანაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვთხოვეს. ბრიუსელი ხომ უკრაინას ომში ეხმარება და მერე რა, თუ ამას საქართველოს ეკონომიკა შეეწირება.

პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!" - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები