20 ოქტომბერი 2024,   16:41
ვრცლად
თბილისში დაგეგმილ მარშს "საქართველო ირჩევს ევროკავშირს", "თბილისი პრაიდის" წევრები უერთდებიან

თბილისში დღეს 5 საათზე დაგეგმილ მარშს - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს", "თბილისი პრაიდის" წევრები უერთდებიან.

ამის შესახებ განცხადება მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და მოქალაქეებს დაგეგმილ მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

"20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, არჩევნებამდე ბოლო მარში ევროპისთვის. შემოგვიერთდით ხუთი ლოკაციიდან: - რესპუბლიკის მოედანი - 300 არაგველის ობელისკი - მარჯანიშვილის მოედანი - გმირთა მოედანი - ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა საქართველო ირჩევს ევროკავშირს", - აღნიშნულია თბილისი პრაიდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები