20 ოქტომბერი 2024,   16:41
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის თავდასხმების შედეგად, ხერსონის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის თავდასხმების შედეგად, ხერსონის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

შეტევა იყო ზაპოროჟიეზეც. შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც არიან.

გასულ ღამით, რუსულმა ჯარებმა, ხარკოვში საცხოვრებელ სექტორს დაარტყეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

შეტევას აგრძელებს უკრაინაც. რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის 7 ოლქში 110 უკრაინული დრონი გაანადგურეს, დაშავებულია 4 ადამიანი.

დღის ამბები