21 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშს სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები თავდაპირველად 5 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ - რესპუბლიკის მოედანი, გმირთა მოედანი, ორთაჭალა, მარჯანიშვილის მოედანი და მთაწმინდა, აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავარი მოედნისკენ ამ ლოკაციებიდან მსვლელობით დაიძრნენ.

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ მარშის მონაწილეებთან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულა, ეროვნული ჰიმნის შემდეგ ევროკავშირის ჰიმნიც გაჟღერდა, რომელიც ქართულად ითარგმნა.

აქციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. მისი თქმით, ის საზოგადოებას სიტყვის მიმართავს, მანამდე კი, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

 

დღის ამბები