21 ოქტომბერი 2024,   01:41
ვრცლად
"ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს, არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს" - მამუკა მდინარაძე

"ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, დღეს, თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული აქციის შესახებ წერს.

"ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს - ვინ ექაჩებოდათ, ჩაეტარებინათ რუსთაველზე, ცოტა მეტს გამოაჩენდნენ. არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს

ასეთი ჯერ არ უქნია არავის", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები