21 ოქტომბერი 2024,   01:47
ვრცლად
როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი მოლდოვაში - არჩევნებისა და რეფერენდუმის პასუხები ცოტა ხანში გახდება ცნობილი

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ერთდროულად მიმდინარეობს იმის შესახებ, უნდა ჩაიწეროს თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. საარჩევნო უბნები, საქართველოს დროით, ზუსტად 10 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც, არჩევნებში მიღებული შედეგების პასუხები გახდება ცნობილი.

პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც პროდასავლელ პოლიტიკოსად მიიჩნევა, მეორე ვადით ეცდება თანამდებობაზე დარჩენას. სწორედ ის გეგმავს ქვეყნის კონსტიტუციაში ევროკავშირთან დაკავშირებით აღნიშნული ჩანაწერის გაკეთებას.

სანდუს მთავარი კონკურენტი ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრ სტოი ანოღლოა, რომელიც სოციალისტურმა პარტიამ ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ნაცვლად წარადგინა. მათ გარდა პრეზიდენტობისთვის კიდევ 9 პოლიტიკოსი იბრძვის.

დღის ამბები