23 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
უგანდაში საწვავ-მზიდის აფეთქების შედეგად სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია

სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა უგანდაში საწვავ-მზიდის აფეთქების შედეგად. ავტოსაგზაო შემთხვევა დედაქალაქ კამპალასთან ახლოს, მაგისტრალზე მოხდა.

მანქანის გადაბრუნების შემდეგ, აფეთქებამდე, მასთან ადგილობრივები მიცვივდნენ და ტრანსპორტიდან საწვავის შეგროვება დაიწყეს, რაც მსხვერპლის დიდი რაოდენობის მიზეზი გახდა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

მსგავსი ინციდენტები აღმოსავლეთ აფრიკაში უცხო არ არის და საკმაოდ ხშირად ხდება.

დღის ამბები