23 ოქტომბერი 2024,   23:22
ვრცლად
თურქეთში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

თურქეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ანკარაში მდებარე საავიაციო კომპანიის შტაბ-ბინაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, ორი თავდამსხმელი განეიტრალებულია.

თავდასხმის შედეგად, საჰაერო კოსმოსურ კომპანიაზე Turkish Aerospace Industries Inc.-ის შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამასთან, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან ისროდნენ. აფეთქება თვითმკვლელმა პირმა განახორციელა.

ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები და სამედიცინო ჯგუფები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები