23 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
"ხალხს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც უნდა, ეს არის მშვიდობა, ამ აზრს იზიარებს ყველა ის ადამიანი, ვინც აქ არის" - სოფო ხალვაში

თბილისში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, რომელმაც განაცხადა რომ ხალხს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც უნდა, ეს არის მშვიდობა:

"ამ ხალხს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც უნდათ, ეს არის მშვიდობა, თავისი ღირებულებებით, ღირსებით, კეთილდღეობით, ჩვენი საქართველოს მომავლისთვის, რა თქმა უნდა, ევროპისთვის. ამ აზრს იზიარებს ყველა ის ადამიანი, ვინც აქ არის," - აცხადებს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში.

დღის ამბები