24 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
მექსიკაში განგსტერებმა ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 19 ადამიანი

მექსიკაში, სინალოას შტატის დედაქალაქთან, განგსტერებმა ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. დაპირისპირების შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, თავდამსხმელები ნარკოკარტელის წევრები იყვნენ. პოლიციამ, ამ დროისთვის, ბანდის ერთ-ერთი მეთაური დააკავა.კრიმინალური დაჯგუფების ზოგიერთმა წევრმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, პოლიციამ 7 სატრანსპორტო საშუალების კონფისკაცია მოახდინა, საიდანაც ამოღებულია 30-მდე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ეკიპირება.

დღის ამბები