24 ოქტომბერი 2024,   17:32
ვრცლად
"სინამდვილეში არაფერი ახალი აქ არ იყო" - ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" შეკრებაზე

დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია "ქართული ოცნების" დასკვნითი წინასაარჩევნო შეხვედრა. როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, გუშინდელმა შეკრებამ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდის ამბიცია მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რეალურია.

ამ შეფასებებისგან შორს არის ოპოზიცია - ხელისუფლების ოპონენტები ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებაზე საუბრობენ. პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მმართველი გუნდის შეკრებაში ახალი არაფერი ყოფილა.

"სინამდვილეში არაფერი ახალი აქ არ იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილზე გაიმარჯვებენ, რომელსაც მხოლოდ საქართველოს იზოლაციაში ჩატოვება სურს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები