24 ოქტომბერი 2024,   17:35
ვრცლად
ვახტანგ გომელაური - ყოველთვის, არჩევნების დროს ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფები, მათ შორის გდდ-ის თანამშრომლები, რადგან მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის

ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ), დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რადგან ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო ელემენტარულად არ ჰყოფნის, - ასე უპასუხა "ტვ პირველის" ჟურნალისტს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

"ყოველთვის, არჩევნების დროს, მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, სადაც ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ), დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რადგან ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის, ელემენტარულად! აქედან გამომდინარე, ჯგუფი კეთდება, თელავი იქნება, სენაკი თუ ზუგდიდი, ამ ჯგუფში შედის რამდენიმე კრიმპოლიციის, საპატრულოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის თანამშრომელი. ეს კეთდება ჯგუფი. ხელმძღვანელი ჰყავს რაიონს, რეგიონს და მას ბარდება ამ დანაყოფის თანამშრომელი. ისე, რომ გდდ-ს ან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჩავაბარეთ, ასეთი რამ არ ხდება. ეს არის სიცრუე, რასაც თქვენ აჟღერებთ და თქვენი ტელევიზიები, სამწუხაროდ“, - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები