24 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" დიდი წარმატების ისტორია აქვს, მიღწეულია ისეთი შედეგები, რომლის წარმოდგენაც 2012 წელს რთული იქნებოდა" - რატი ბრეგაძე

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა შემაჯამებელი განცხადებები გააკეთეს. უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში მაქსიმალურს გააკეთებს.

"ქართულ ოცნებას" დიდი წარმატების ისტორია აქვს, მიღწეულია ისეთი შედეგები, რომლის წარმოდგენაც 2012 წელს რთული იქნებოდა, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.

იუსტიციის სამინისტრო სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ეს არის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაღალი ხარისხის სახელმწიფო სერვისების მიწოდება. ყველა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გადაიდგმება ნაბიჯები.

იუსტიციის სამინისტრო შეასრულებს წამყვან როლს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციის პროცესში", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები