24 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას 4 პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება

NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას 4 პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება, რომლებიც ჩვენს პლანეტას 12 საათიანი ინტერვალით დღეს ჩაუვლიან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

4 ასტეროიდს შორის, ორი თვითმფრინავის ზომის ქვაა, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში შენიშნეს. ასტეროიდებს შორის ყველაზე დიდი 2002 NV16-ია, რომლის დიამეტრი 177 მეტრს შეადგენს და შეუძლია ქალაქი მიწასთან გაასწოროს.

მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდების ჩავლა შეუიარაღებელი თვალი შეუძლებელი იქნება, მეცნიერები მათ ყურადღებით დააკვირდებიან.

ექსპერტების განცხადებით, ასტეროიდების ეს კვარტეტი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დღის ამბები