24 ოქტომბერი 2024,   21:27
ვრცლად
ფოთში, მალთაყვაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა დასრულდა

ფოთში, მალთაყვაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა დასრულდა.

ბაზა მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: სავარჯიშო ,სპორტსმენების საცხოვრებელ ზონას და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6,628,698 ლარს.

დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატთან გიორგი ხახუბიასთან და სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

დღის ამბები