24 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
"ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს მოგება 26 ოქტომბერს...არ გვაქვს დასაკარგი დრო"- ხატია დეკანოიძე

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათ ძირითადად 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება აინტერესებთ, რის შემდეგაც ინვესტიციების მოზიდვას დაიწყებენ.

მისი განმარტებით, არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდანვე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.

"ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს მოგება 26 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს არჩევანი იქნება ძალიან მკაფიო. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ მეორე დღიდანვე დავიწყოთ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები