24 ოქტომბერი 2024,   19:18
ვრცლად
"რადიკალების გასაგონად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სახლში და საჯარო სამსახურებიდან არცერთი ადამიანი იძულებით არ ყოფილა წამოსული ამ შეხვედრაზე" - მაია ბითაძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე არცერთი საჯარო მოხელე იძულებით არ იყო მოსული.

როგორც ბითაძემ "დღის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, ბევრი საჯარო მოხელე ღიად აფიქსირებს თავის პოლიტიკურ პოზიციას, თუმცა არცერთი მათგანი, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს პოლიტიკური ნიშნით არ იდევნება.

"რადიკალების გასაგონად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სახლში და საჯარო სამსახურებიდან არცერთი ადამიანი იძულებით არ ყოფილა წამოსული ამ შეხვედრაზე. საჯარო სამსახურში ღია, გამჭვირვალე და არავის აქვს შიშ, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდებს. ამის მაგალითია ის, რომ ჩვენ საგაზაფხულო გამოსვლების დროს გვქონდა საჯარო ინფორმაცია, თავად ასაჯაროებდნენ საჯარო მოხელეები, და ეს ადამიანები კვლავ აგრძელებენ და აუცილებლად გააგრძელებენ საჯარო სამსახურში მუშაობას. იმ დროის ნაცვლად, როდესაც პირდაპირი დევნა იყო საჯარო მოხელეებზე. საჯარო მოხელე ვიყავი ბევრი წლის განმავლობაში და კარგად მახსოვს ეს როგორ კეთდებოდა", - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები