24 ოქტომბერი 2024,   19:16
ვრცლად
"ყველა სცენარისთვის მზად ვართ და გვერწმუნონ ჩვენი რადიკალები, რომ არცერთი მათი უკანონო ქმედება არ დარჩება პასუხგაუცემელი" - მაია ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, "დღის კურიერის" ეთერში არჩევნებზე საუბრობს.

მისი თქმით, არცერთი სპეკულაცია, რომელსაც რადიკალები მიმართავენ, პასუხგაუცემელი არ დარჩება.

"გამორიცხული არაფერი არ არის ამ რადიკალების მხრიდან, რომლებიც ისტერიის ბოლო ეტაპზე არიან. ის განცხადებები კი, რაც კეთდება სამართალდამცავი ორგანოების და უსაფრთხოების მხრიდან, არის პრევენციული სახის.

მამუკა მდინარაძემაც გააკეთა გარკვეული სახის განცხადებები. ეს განცხადებები ეყრდნობოდა გარკვეულ ინფორმაციებს და ჩვენ ბუნებრივია კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს რას გეგმავენ ჩვენი რადიკალები.

გავიხსენებ, გუშინ ერთ-ერთი ქართველი, რომელიც უკრაინაში იბრძვის, იმუქრებოდა რევოლუციით და სისხლისღვრით თბილისში.

ჩვენ ვგრძნობთ და ვიცით, რომ ქართველი ხალხი დღეს არის ჩვენს გვერდით. ყველა სცენარისთვის მზად ვართ და გვერწმუნონ ჩვენი რადიკალები, რომ არცერთი მათი უკანონო ქმედება არ დარჩება პასუხგაუცემელი. ასევე, ის ცრუ ინფორმაციები წინასაარჩევნო გაყალბებებთან დაკავშირებით გაჟღერებული, რომელსაც ჰაერში გაიტყორცნიან ხოლმე ტყუილების სახით.

ჩვენ მათ ამ ტყუილებს ყოველდღიურად ვამხელთ, იცით რომ სადამკვირვებლო მისიების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოდის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობის უპრეცედენტო მობილიზებით არჩევნები ჩატარდება ძალიან მშვიდად და ერთად ვიზეიმებთ იმას, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო დამარცხება ჰქვია,"- აცხადებს მაია ბითაძე.

დღის ამბები