24 ოქტომბერი 2024,   19:16
ვრცლად
"ყველა ამ ადამიანს ექნება საშუალება, რომ თავის არჩევანი გააკეთოს" – ლევან იოსელიანი უცხოეთში მცხოვრები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის შესახებ

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, გადაცემა "დღის კურიერში" ომბუდსმენის აპარატის შუამდგომლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლებს, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და რეგისტრაციის მისამართი აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.

იოსელიანის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია რადგან, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსირონ, რისი საშუალებაც წინა არჩევნების შემთხვევაშიც არ ჰქონდათ.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. გემახსოვრებათ, რომ ჩვენი მიმართვის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილებების მიღება, ვინაიდან დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, მათ აქვთ რეგისტრაციის ადგილი მითითებული აფხაზეთში კონკრეტულ ადგილზე, მაგრამ ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, ისინი ვერ ხვდებოდნენ სიაში. იმ რეგულაციით, რაც არსებობდა ფაქტობრივად მათ ჩამორთმეული ჰქონდათ საარჩევნო უფლება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად არ დარჩა ადამიანი, რომელსაც ხმის მიცემის საშუალება არ ექნება - თუ მივიდა და გაიარა რეგისტრაცია საკონსულოში. ისინი გადიოდნენ რეგისტრაციას მაგრამ ვერ ხვდებოდნენ ერთიან საარჩევნო სიაში. ეს იყო მთავარი პრობლემა, ეს პრობლემა მოგვარდა.

მიხარია, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზას, არა მატო იქ არსებულმა ცესკოს პროფესიულმა წევრებმა, არამედ ოპოზიციონერმა წევრებმაც დაუჭირეს მხარი, ანუ ერთსულოვნად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს არის სწორი, არ შეძლება ჩვენი ერთი მოქალაქეც კი დარჩეს ამ უფლების გარეშე. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია და იმედი მაქვს, რომ ყველა ამ ადამიანს ექნება საშუალება, რომ თავის არჩევანი გააკეთოს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები