26 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენელმა დარღვევად მიიჩნია ოზურგეთის ერთ-ერთი სოფლის საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის და ამომრჩევლის გადაკოცნა, რის გამოც საჩივარი შეავსო

გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენელმა, თინათინ გობრონიძემ, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და აღნიშნა, რომ სოფელ გაღმა დვაბზუს ერთ-ერთ უბანზე დარღვევა დააფიქსირა.

გობრონიძის საჩივრით ირკვევა, რომ კენჭისყრის შენობაში, რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა ერთმანეთი გადაკოცნეს, რაზეც თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა.

"კენჭისყრის შენობაში მოხდა დარღვევა რეგისტრატორის გადაკოცნა ამომრჩევლისგან, ამასთანავე, კომისიის წევრს მიეცა გაფრთხილება გადაკოცნისთვის, ეს კი დანარჩენებმა არ გაითვალისწინეს და რეაგირება არ მომხდარა თავმჯდომარის მხრიდან" - აღნიშნულია გვარამია-მელიას პარტიის წარმომადგენლის მიერ შევსებულ საჩივარში.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები