
მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.
დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.