26 ოქტომბერი 2024,   19:12
ვრცლად
დამკვირვებელი საფრანგეთიდან: "პროცესი გამჭვირვალეა, როგორც დამკვირვებელმა, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ნაბიჯია გადადგმული პრობლემების გადასაჭრელად"

ფრანგი ჟურნალისტისა და საერთაშორისო დამკვირვებლის, კლოდ ჟან რობერტ ალფრედ ფრიცის განცხადებით, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ, კანონმდებლობის სრული დაცვის შესაბამისად მიმდინარეობს.

"პარიზიდან ჩამოვედი. შევხვდი ბევრს, მათ შორის, იმ ადამიანებსაც, ვინც ხმა უკვე მისცა. აქ ბევრი წარმომადგენელია სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა დააკვირდნენ პროცესის მიმდინარეობას. პროცესი გამჭვირვალეა, როგორც დამკვირვებელმა, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ნაბიჯია გადადგმული პრობლემების გადასაჭრელად. ელექტრონულ მოწყობილობებს არ აქვთ კავშირი ქსელთან, რაც ხმის მიცემის დაცულ პროცესს უზრუნველყოფს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია", - განაცხადა კლოდ ჟან რობერტ ალფრედ ფრიცმა.

დღის ამბები