26 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
მოქალაქემ ლევან ხაბეიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ისანი-სამგორის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მივიდა ხმაური იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქემ ლევან ხაბეიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები, მათ სიტუაციის განმუხტვა მალევე შეძლეს.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები