26 ოქტომბერი 2024,   19:12
ვრცლად
ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნებისა" და პარტია "ახალის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო

ზუგდიდის, მე-9 საარჩევნო უბანზე პარია "ახალისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, უბნის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შემთხვევის შედეგად "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ზაალ შამუგიამ ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახებაც გახდა საჭირო.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ამ დროისთვის, სიტუაცია განმუხტულია.

 

დღის ამბები