26 ოქტომბერი 2024,   19:13
ვრცლად
როგორია ამომრჩეველთა აქტივობა რეგიონების მიხედვით - 15:00 საათის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. 15:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა, რაც 41.62%-ს შეადგენს.

ცესკო აქვეყნებს მონაცემებს ასევე, როგორია აქტივობა რეგიონების მასშტაბით. ყველაზე მაღალი პროცენტი, 15:00 საათის მონაცემებით, ფიქსირდება რაჭა ლეჩხუმში, რაც 54.17%-ს შეადგენს, ყველაზე მცირე პროცენტი კი ქვემო ქართლში, 35.64% ფიქსირდება.

 

15:00 საათის მდგომარეობთ, მონაცემები კი ასე გამოიყურება:

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40.46%

თბილისი - 42.42%

კახეთი - 42.58%

მცხეთა-მთიანეთი - 42.86%

ქვემო ქართლი - 35.64%

შიდა ქართლი - 41.72%

სამცხე-ჯავახეთი - 43.42%

რაჭა ლეჩხუმი - 54.17%

იმერეთი - 42.79%

გურია - 43.74%

აჭარა - 41.89%

დღის ამბები