13 იანვარი 2025,   05:27
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებელი ლუპ ბომიე: ჩემი დაკვირვებით, ნდობით იყო საზოგადოება გამსჭვალული საარჩევნო პროცესის მიმართ

“ჩემი დაკვირვებით, ნდობით იყო საზოგადოება გამსჭვალული საარჩევნო პროცესის მიმართ. საქართველომ პირველად გამოიყენა ახალი სისტემით ხმის მიცემა, რომლის სანდოობაში ცოტა ადამიანს ეპარებოდა ეჭვი“ - ეს განცხადება საერთაშორისო დამკვირვებელმა, ქალაქ გურჯი-ლე-შატოს მერმა, ლუპ ბომიემ გააკეთა.

ლუპ ბომიე ამბობს, რომ საქართველომ პირველად გამოიყენა ახალი სისტემით ხმის მიცემა, რომლის სანდოობაში ცოტა ადამიანს ეპარებოდა ეჭვი.

“გუშინ მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდით საარჩევნო პროცესს და ვნახეთ, რა ხდებოდა თბილისსა და კახეთში. ჩემთვის საინტერესო იყო, დავკვირვებოდი საარჩევნო პროცესს საარჩევნო უბნებზე. სადაც ვიყავით, მშვიდი გარემო იყო, ყველა უბანზე იყვნენ კომისიების წევრები, რომელთა იდენტიფიცირება მარტივი იყო მწვანე ფორმებით. იყვნენ დამკვირვებლები, რომლებიც წარმოადგენდნენ პარტიებს, როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, ისე მმართველი გუნდიდან. დამკვირვებლები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო.

მე ასევე მქონდა წვდომა, რომ მარტივად გავსაუბრებოდი ყველას, ვინც უბანზე მუშაობდა და ასევე ამომრჩეველს. ჩემი დაკვირვებით, ნდობით იყო საზოგადოება გამსჭვალული საარჩევნო პროცესის მიმართ. საქართველომ პირველად გამოიყენა ახალი სისტემით ხმის მიცემა, რომლის სანდოობაში ცოტა ადამიანს ეპარებოდა ეჭვი, მათ შორის ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც იყო სანდოობა. გაკვირვებული ვიყავი ადამიანების ერთსულოვნებით. ამომრჩევლების მხრიდან იგრძნობოდა, რომ მათ უნდათ ევროკავშირი,“ - აცხადებს ლუპ ბომიე.

დღის ამბები