27 ოქტომბერი 2024,   19:16
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებელი მარკ გერინი: საარჩევნო პროცესი იყო ლიბერალური, ამომრჩეველს შეეძლო თავისუფლად დაეფიქსირებინა საკუთარი ხმა და ჰქონოდა ხმის ფარულობის განცდა

გუშინ ვიყავით რვა საარჩევნო უბანზე, ვაკვირდებოდით ადამიანებს შიგნით უბანზე და გარეთ. ადამიანებს შეეძლოთ ნათლად გამოეხატათ თავიანთი აზრი, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი, ქალაქ მომის მერი, მარკ გერინი საუბრობს.

მისი თქმით, ნათლად გამოჩნდა საქართველოს მხრიდან სამაგალითო მომზადება.  

"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არჩევნების შედეგების შესაფასებლად არ ვართ, ჩვენ ვაფასებთ, როგორ წარიმართა პროცესი, ჩვენ ვნახეთ საქართველოს მხრიდან სამაგალითო მომზადება. გუშინ ვიყავით რვა საარჩევნო უბანზე, ვაკვირდებოდით ადამიანებს შიგნით უბანზე და გარეთ. ადამიანებს შეეძლოთ ნათლად გამოეხატათ თავიანთი აზრი. საუბრებიდან ჩანდა, რომ ამომრჩეველთა შორის არის განსხვავება, მათ შორის ევროპულ მისწრაფებებზე. საარჩევნო პროცესი იყო ლიბერალური. ამომრჩეველს შეეძლო თავისუფლად დაეფიქსირებინა საკუთარი ხმა და ჰქონოდა ხმის ფარულობის განცდა," - აცხადებს მარკ გერინი.

დღის ამბები