26 დეკემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ მონაცემებს - ISFED

"სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ მონაცემებს. ISFED-ი 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების შესახებ შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, შესაძლოა, სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას, რადგან "წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს შესაძლოა გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე".

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები წერენ საარჩევნო უბნების შიგნით დაფიქსირებულ 170-მდე ინციდენტზე - მათ შორის არის საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ერთეული შემთხვევები.

 

დღის ამბები