28 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
"აქ რომ რამე გაყალბებულიყო ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა, ან თუნდაც მაგ ოპოზიციას პროტესტისგან, მაგრამ წავიდნენ ორის ნახევარზე, დაიძინეს მშვიდად, ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე?" - შალვა პაპუაშვილი

"აქ რომ რამე გაყალბებულიყო, ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა ან თუნდაც მაგ ოპოზიციას პროტესტისგან, მაგრამ წავიდნენ ორის ნახევარზე, დაიძინეს ტკბილად და მშვიდად, ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე?" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია გაყალბებაზე საუბრობდა, თუმცა კითხვაზე - "რა გაყალბდა", პასუხი არ ჰქონდა.

"მიზანი, რაც მათ ჰქონდათ, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ მათი უცხოელი დამკვეთებისთვის, ეს მიზანი ვერ შეასრულეს და ვხედავთ ახლა კოორდინირებულ კამპანიას იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ამომრჩეველს და წაართვან მათი არჩევანი. მათ შორის, სასაცილო იყო 26-ში საღამოს, ვნახეთ მათი გუნება-განწყობის ცვლილება.

ხომ იძახეს გაყალბდა-გაყალბდაო, დადგნენ ბრიფინგზე და ვერაფერი ვერ თქვეს, თენგო აგიხსნითო და თენგოც გამოვიდა და ვერაფერი ვერ თქვა, ეს კადრიც გახსოვთ 4 ნომრის პარტიიდან.

როდესაც გამოვიდნენ, საუბრობდნენ გაყალბდა რაღაც აპარატურაო და რა გაყალბდა, რა გაყალბდაო რომ ეკითხებოდნენ, ვერ საუბრობდა ამაზე, ბოლოს გადააბარა ბატონ თენგოს და თენგომაც ვერაფერი ვერ გვითხრა. ასე რომ, ეს ცალკე ამ არჩევნების და ოპოზიციის სახედ დარჩება, რომ თენგო გაგესაუბრებათ, ამ დონეზე არის დასული ოპოზიცია.

და ვნახეთ, ხომ გაყალბებული იყო, სცენა აწყობილი რომ ჰქონდათ, რატომ არ ავიდნენ იმ სცენაზე, რომ ხალხო გაყალბდა არჩევნებიო, რატომ დაშალეს ის სცენა და წავიდნენ, ორის ნახევარზე ეთერები რატომ შეწყვიტეს და წავიდნენ დაიძინეს, ხომ ელოდებოდნენ "ამერიკის ხმას" და სხვადასხვას უცხოეთიდან, ჯერ დათვლილი არ იყო, რატომ არ დაელოდნენ იმ შედეგებს, ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს, წავიდნენ, დაიძინეს. ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე? აქ რომ რამე გაყალბებულიყო, ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა, ან თუნდაც მაგ ოპოზიციას პროტესტისგან, მაგრამ წავიდნენ ორის ნახევარზე, დაიძინეს ტკბილად და მშვიდად იმიტომ, რომ იციან, რომ ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლოობის გამო", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

დღის ამბები