28 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
რატი ბრეგაძე: კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.

მისი განმარტებით, "კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს".

"გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს. ქალბატონი სალომე დეტალებში არ შედის და მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ ბრალდებების დასაბუთებას. სავარაუდოდ, ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება ლეგენდარული - "იმიტომ".

სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესების და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა", - წერს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები