28 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
უკრაინაში ნაგავსაყრელზე მკვდარი ლომი იპოვეს

უკრაინაში, ოვენსკის ოლქში, კოსტოპოლის ნაგვის უტილიზაციის ქარხნის ტერიტორიაზე მკვდარი ლომი იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლომის გარდა, ნაგავსაყრელზე სხვა მკვდარი ცხოველებიც იპოვეს.

საქმეზე პოლიცია მოკვლევას ატარებს. წინასწარი ინფორმაციით, ლომი ონკოლოგიური ავადმყოფობის შედეგად მოკვდა.

"წინასწარი მონაცემებით, საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ლომი ონკოლოგიური დაავადების შედეგად მოკვდა", - აღნიშნულია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები