28 ოქტომბერი 2024,   16:19
ვრცლად
"როგორც ჩვენთვის ცნობილია, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები" - მამუკა მდინარაძე

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ISFED-მა, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღენახევრის შემდეგ მაინც, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ინფორმაციას შევეცდებით დავაზუსტო, თუნდაც თქვენი - ჟურნალისტების მეშვეობით და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. უკვე დღენახევარია გასული და ე.წ. „სამართლიანი არჩევნები“ ვერ ახერხებს, რომ გამოქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც შეცდომად აღიარა და ჩვენ საზოგადოებას ვამცნეთ უმალვე 2020 წელს, რომ გაყალბებული იყო არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ოღონდ ეს შეეხებოდა მხოლოდ 2%-ს, შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორება მათ სცადეს შეცდომის დარღვევით.

ხოლო წელს, ისინი უკვე დღენახევრის განმავლობაში ისინი ვერ თუ არ აქვეყნებენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება USAID-ის მიერ, ანუ პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ ყველანი ერთად მოვალენი ვართ, რომ გავუფრთხილდეთ იმიჯს, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის და მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღენახევრის შემდეგ მაინც, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები