28 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
"ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით,სადმე ვთქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნდობა? მათ თქვეს, რომ არჩევნები მიმდინარეობდა შიშის რეჟიმში" - თამარ კორძაია

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ყველაზე დიდმა სადამკვირვებლო მისიამ - ეოთო/ოდირმა არჩევნები ლეგიტიმურად გამოაცხადა. ოპოზიცია კი იმ დარღვევებზე აქცენტირებს, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაასახელეს.

"ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით, სადმე ვთქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნდობა?! - მათ თქვეს, რომ არჩევნები მიმდინარეობდა შიშის რეჟიმში, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ძალადობის პირობებში. ის, რომ ზოგიერთ უბანზე იყო სიმშვიდე, არ განსაზღვრავს არჩევნების საბოლოო შედეგებს. აქედან გამომდინარე, ყურადღება მისაქცევია იმაზე, საერთო შეფასება როგორია მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდთან და არჩევნების დღესთან დაკავშირებით. არჩევნები იყო არასამართლიანი, არათანაბარი და არათავისუფალი. კონკურენტული არის ზოგადი ფრაზა, კონკურენცია რა პირობებში მიმდინარეობდა ამას გპასუხობთ ახლა მე თქვენ", - განაცხადა პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, საბოლოო ანგარიშამდე შემაჯამებელი განცხადებები ჩვენ გუშინ მოვისმინეთ - ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს. მათ შორის იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო შეტყობინებები იმაზე, რომ ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. აქვე პასკალ ალიზარდმა გამოთქვა იმედი, რომ 26-ს ოქტომბერს არჩეული ხელისუფლება ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და საქართველოს დაახლოებს თავის გაცხადებულ მიზანთან, გახდეს ევროკავშირის წევრი.

დღის ამბები