26 დეკემბერი 2024,   17:49
ვრცლად
"ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დამკვირვებლების მოწოდებას, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის ყოვლისმომცველი გამოძიების შესახებ" - მეთიუ მილერი

საქართველოში გამართულ არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი გამოეხმაურა - მეთიუ მილერმა მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები.

"ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის ყოვლისმომცველი გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ მშვიდობიანი შეკრებებისა და სიტყვის თავისუფლებების პატივისცემისკენ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს, განიხილონ სასურველი ურთიერთობები ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან.

ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს საქართველოს NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, რასაც ამჟამინდელი მთავრობის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებს. ყველა პარტია კამპანიას ამ მიზნის მხარდასაჭერად აწარმოებდა, მაგრამ მმართველმა პარტიამ ამ პოლიტიკასთან შეუთავსებელი ზომები მიიღო.

საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაუბრუნდეს თავის დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ტრაექტორიას კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების შესრულებით," - განაცხადა მილერმა.

დღის ამბები