26 დეკემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ცესკო - სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გასაყალბებლად საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული - მივმართავთ ყველას, გაეცნონ PRO V&V-ის დასკვნას და, პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართონ სამართლებრივ ზომებს

"სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ის დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით," - აცხადებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი.

ნათია იოსელიანის თქმით, რეაგირების გარეშე არ დარჩება არცერთ დეზინფორმაცია.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ის დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არცერთ დეზინფორმაციას," - აღნიშნავს ნათია იოსელიანი.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ინტენსიურად ვრცელდება დეზინფორმაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში - მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, საერთაშორისო აუდიტორიულმა ამერიკულმა კომპანიამ, PRO V&V-მ, ელექტრონული ტექნოლოგიის გამართული მუშაობა დაადასტურა. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, PRO V&V არის ორიდან ერთი აკრედიტებული ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება გააჩნია, არამედ თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალების იმპლემენტაციას.

დღის ამბები